ხედვა

ჩვენ ვართ ჯანდაცვის ინოვაციების და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმა – ჩვენ ვართ ხიდი კვლევებს, ინოვაციებს, პოლიტიკას, იმპლემენტაციასა და პრაქტიკას შორის.

ჩვენ ვართ უნიკალური ინტერდისციპლინარული გუნდი, რომელიც მუშაობს მთელ რიგ აკადემიურ და პრაქტიკულ სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვის მეცნიერებები, სამეცნიერო და კლინიკური კვლევები, იმპლემენტაციის კვლევები, სამედიცინო ინოვაციები, ექიმების, ექთნების და პაციენტების განათლება,  მოწინავე და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიები, ძირითადი არაგადამდები დაავადებების რეგისტრები.

ჩვენი კვლევები აგრეთვე ემსახურება პოლიტიკის შემქმნელთა საჭიროებებს, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ ჯანდაცვის სერვისების ეფექტურობა, და პრაქტიკოსებისა და სერვისების მომხმარებლების მოთხოვნები, რათა უზრუნველყონ საუკეთესო სერვისებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

ჩვენ ვიცით რამდენი დრო და ძალისხმევა იხარჯება გამარჯვებული კვლევითი წინადადების შესაქმნელად, სწორედ ამიტომ გვყავს ექსპერტთა გუნდი, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს კვლევით ორგანიზაციებს განაცხადების მომზადებასა და კვლევის ჩატარების დროს.