მისია

ჩვენ გვინდა დავნერგოთ და განვახორციელოთ ჯანდაცვის ინოვაციური გადაწყვეტილებები რეალურ სამყაროში მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ პრობლემა ან ხარვეზი ჯანდაცვის ეკოსისტემაში და ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მაღალი დონის ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფების შესაქმნელად, რათა შევქმნათ, გამოვცადოთ და განვახორციელოთ ინოვაციური და კონკურენტუნარიანი პროექტები ჯანდაცვის პოლიტიკის და სერვისების გასაუმჯობესებლად როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის და ევროპის მასშტაბით.

პლატფორმის მიზნები

  • განსაკუთრებით ინოვაციური, ინტერდისციპლინარული კვლევითი პროექტების პოპულარიზაცია,
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ინტერდისციპლინური ინოვაციების დანერგვისა და გავრცელების პროცესების ხელშეწყობა,
  • ღია და საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  კვლევისა და ინოვაციების დასაჩქარებლად,
  • ინოვაციების გაზრდა ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი ახალი ტექნოლოგიების შემუშავების გზით,
  • სხვადასხვა ტიპის ინოვაციების ჩართვა ჯანდაცვის სისტემების სხვადასხვა  დონეზე,
  • პაციენტებისა და საზოგადოების ჩართულობის შეფასება ინოვაციების დანერგვაში,
  • ჯანდაცვის ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა და იმპლემენტაცია რეალურ სამყაროში მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად,
  • იმპლემენტაციის კვლევების ჩატარების შესაძლებლობების გაძლიერება,
  • ეფექტური ინოვაციების პრაქტიკაში შემოტანა იმპლემენტაციის კვლევების საშუალებით,
  • პარტნიორი ინსტიტუტების (მათ შორის საერთაშორისო) ქსელის შექმნის, სტიმულირების, პოვნისა და გააქტიურების შესაძლებლობების შეთავაზება და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარება,
  • პარტნიორი ინსტიტუტების (მათ შორის საერთაშორისო ) კვლევითი ინტერესების გაერთიანება არსებული  კვლევითი პლატფორმის ბაზაზე,
  • მომავალი მკვლევარების მომზადება საბაზისო, კლინიკური და პოპულაციური კვლევებისათვის,
  • მკვლევარების და მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება,
  • ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობა კვლევებსა და ინოვაციებში,
  • ტექნოლოგიური რესურსების  მოძიება კვლევითი საზოგადოებების მხარდასაჭერად,
  • კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდა ახალი კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად,
  • სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ორგანიზება,
  • პუბლიკაციების რაოდენობის გაზრდა მაღალი იმპაქტ ფაქტორის სამეცნიერო ჟურნალებში,
  • ადგილობრივი და საერთაშორისო რეფერირებადი ორგანიზაციების გრანტებისა და სტიპენდიების მოპოვება,
  • კონფიდენციალურობის და პირადი მონაცემების უსაფრთხო და პასუხისმგებელი მართვის უზრუნველყოფა,
  • სხვა ინსტიტუციებთან და ჯანდაცვის დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერება,
  • ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ადვოკატირება საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან,
  • ჯანდაცვის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების ექსპერტული კვლევა და ანალიზი,
  • უახლესი სამედიცინო ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება სამედიცინო საზოგადოებისათვის,
  • დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების ადაპტაციის ხელშეწყობა საერთაშორისო რეკომენდაციებთან,
  • საერთაშორისო გაიდლაინების, კონსესუსების, რეკომენდაციების გამოცემა, დანერგვა და მონიტორინგი,
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა,
  • კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების, ვებინარების, „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრების, პოსტდიპლომური განათლების სწავლებების და ტრენინგების ჩატარება,
  • სამეცნიერო და კლინიკური კვლევების განხორციელება,
  • პარტნიორებისადმი გონივრული და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდება კლინიკური კვლევების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით და ხარჯეფექტურად ჩასატარებლად და კვლევების მონიტორინგის უზრუნველყოფა,
  • ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სამედიცინო ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,