ექსპერტთა საბჭო

ჩვენ ვართ უნიკალური ინტერდისციპლინარული გუნდი, რომელიც მუშაობს მთელ რიგ აკადემიურ და პრაქტიკულ სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვის მეცნიერებები, სამეცნიერო და კლინიკური კვლევები, იმპლემენტაციის კვლევები, სამედიცინო ინოვაციები, ექიმების, ექთნების და პაციენტების განათლება,  მოწინავე და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიები, ძირითადი არაგადამდები დაავადებების რეგისტრები.

ჩვენ ვიცით რამდენი დრო და ძალისხმევა იხარჯება გამარჯვებული კვლევითი წინადადების შესაქმნელად, სწორედ ამიტომ გვყავს ექსპერტთა გუნდი, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს კვლევით ორგანიზაციებს განაცხადების მომზადებასა და კვლევის ჩატარების დროს.

კახა ნადარაია, კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის  მეცნიერებების სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ამჟამად არის ჯანდაცვის ინოვაციების და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმის დირექტორი, თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედის“ კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს კარდიომიოპათიების საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, კარდიომიოპათიების და გულის უკმარისობის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების, ათეროსკლეროზის ასოციაციის, ინტერნისტთა საზოგადოებების გამგეობის წევრი, ჰიპერურიკემიის ბორდის წევრი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების, ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების, ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციის წევრი,

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1990 -1991წწ. გაიარა ინტერნატურა თერაპიაში, 1991-1993 წწ. კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში. 2001 წელს ჩააბარა სალიცენზიო გამოცდა სპეციალობით “კარდიოლოგია“. 1993 წელს მუშაობა დაიწყო კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სადაც 1995-2000 წწ. მონაწილეობდა მკვლევარად კვლევით პროექტშიკარდიომიოპათიების გავრცელება . თბილისის კლინიკების სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე და ჰიპო– და ჰიპერდიგნოსტიკის მიზეზები. ჩართული იყო დილატაციური კარდიომიოპათიის და ვირუსული მიოკარდიტების კვლევის პროგრამაში. 2001 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის, შემდგომში აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადების და კარდიომიოპათიების განყოფილების კლინიკური ნაწილის ხელმძღვანელი, 2009 წლიდან კი ამავე განყოფილების ხელმძღვანელი. 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

კლინიკურ მუშაობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში. 2001-2006 წწ. იყო ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის CINDI პროგრამის განვითარების ჯგუფის წევრი და მონაწილეობდა CINDI პროგრამის განვითარების პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. 2003-2005წწ. იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების 3 ავტორიზებული კურსის თანაავტორი და ექსპერტი. 2006 წლიდან ჩართულია საერთაშორისო კლინიკური კვლევების განხორციელებაში. მიღებული აქვს კეთილსინდისიერი კლინიკური პრაქტიკის (Good Clinical Practic – GCP) საერთაშორისო მკვლევარის სერთიფიკატები 2009, 2018, 2020 წწ. ამჟამად მონაწილეობს 4 საერთაშორისო მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში მთავარ მკვლევარად, კვლევის კოორდინატორად და მკვლევარად. 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის და მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო თემა ეხებოდა დილატაციური კარდიომიოპათიის ხანგრძლივი პროგნოზსა და მკურნალობის შესაძლებლობებს. 2003-2008წწ. სამედიცინო ინსტიტუტ „თბილისის“ ასოცირებული პროფესორი და საგნის ხელმძღვანელია. 2011 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2007-2010 წწ. თსსუ სარეზიდენტო პროგრამების ლოკალური ხელმძღვანელი. 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი კლინიკა ვივამედში. მონაწილეობა აქვს მიღებული თსუ და დტსუ–ის სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში. არის თსუ დოქტორანტურის პროგრამის თანახელმძღვანელი. ამჟამად არის თანამკვლევარი  საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პროექტში: „გულის უკმარისობის სკრინინგის სტანდარტული ალგორითმის შემუშავება“. არის ექსპეტთა კონსენსუსის თანაავტორი ჰიპერურიკემიისა და მაღალი კარდიოვასკულური რისკის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.

 

გამოქვეყნებული აქვს 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია ქართულ და უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში, მათ შორის 5 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაცია.  მათი დიდი ნაწილი მოხსენდა საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე.  მონაწილეობა აქვს მიღებული 100–ზე მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონგრესში, კონფერენციაში, მრგვალ მაგიდასა და ექსპერტთა საბჭოში, მათ შორის სპიკერად და ორგანიზატორად. ციტირების ინდექსი – 84, h ინდექსი – 1, i10 ინდექსი – 1  (Google Scholar).   h ინდექსი – 1 (SCOPUS).

კლიმიაშვილი ზურაბი, MD, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ასოცირებული პროფესორი,

 სამედიცინო ეკოსისტემა ”პინეო”-კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი . 

ამჟამად EAP – ევროპის გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ასოციაციის ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში 2014 წლიდან. საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი (GACPR) 2013- 2019წ, EAPC ევროპის გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი (GSC). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი 1994 წელს. კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში 1995-1997წწ, მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი კარდიოლოგიაში 2003 წელს, 1996 – 2021 წწ. მუშაობდა ექიმ კარდიოლოგად და კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად სხვადასხვა კლინიკებში. კარდიოლოგიური კლინიკა “გული”-ში იყო დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი 2007-2010. მიღებული აქვს საერთაშორისო მკვლევარის სერტიფიკატი, “Good clinical practice “ (GCP): 2011, 2013, 2019 წწ. მონაწილეობდა მთავარი მკვლევარად და მკვლევარად საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში ”SIGNIFY”, ”SUMMIT, “QULIFY”, “HEARR-FID”, “TUSK”.  ამჟამად არის თანამკვლევარი პროექტში: „გულის უკმარისობის სკრინინგის სტანდარტული ალგორითმის შემუშავება“.

მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ კონგრესებსა და კონფერენციებში, ასევე, როგორც სპიკერი ყოველწლიურად (>60)   ჩატარებულ   ღონისძიებებში (მრგვალი მაგიდა, კონფერენცია) 2000 წლიდან დღემდე.  გამოქვეყნებული აქვს 20-მდე პუბლიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში.

 

 ციტირების ინდექსი – 4006, h ინდექსი – 2 (SCOPUS).   

თამარ შენგელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი , მკვლევარი, ახალგაზრდა მეცნიერი.

 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2018-2022 წწ თსუს საუნივერსიტეტო კლინიკავივამედი-ს  რეზიდენტი კარდიოლოგიაში, 2019 წლიდან არის ივანე ჯავახაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კვლევაში „ახალი ბიომარკერების როლი გულის უკმარისობის პროგნოზის განსაზღვრაში“  (17.07.2019), წარდგენილი აქვს რამდენიმე პროექტი Horizon Europe – ის ფარგლებში  ( PECC , CoVID-RACES , HELIPS ). მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში. კვლევაში „თირკმლის ტრანსურეთრული სიმპატექტომია“ (TUSK) წარმოადგენს კვლევის კოორდინატორს (16.04.2021). ამ კვლევაში (სამედიცინო ეკოსისტემა პინეოში) ახორციელებს კვლევის პროცესის მართვას, სკრინინგსა და პოსტპროცედურული ვიზიტების წარმართვას პაციენტებთან.  ასევე კვლევა საჰარაში (სექუანა მედიქალ), ახდენს  კვლევის მიმდინარეობის კოორდინირებასა და მენეჯმენტს. არის ჯანდაცვის ინოვაციებისა და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2021 წლიდან არის სამედიცინო ეკოსისტემა პინეოს კარდიო ინტენსიური განყოფილების რეზიდენტექიმი.

 

 2020-2021 წწ იყო ევროპის უნივერსიტეტის (პათოლოგიის დეპარტამენტი), ხოლო  2019 წლიდან დღემდე  არის საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის (კლინიკური უნარჩვევების დეპარტამენტი)  მოწვეული ლექტორი. არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი. კერძოდ,  Erasmus Mundus Alraksi 2 (ევროსაბჭო) 2014; სასწავლო გაცვლითი გრანტი ბრიტანეთში (United Nations Organization’s scholarship-BukswoodSchool) 2010; აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენილი აქვს პრეზენტაცია: „ახალი ბიოლოგიური მარკერების როლი გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ადრეულ დიაგნოზსა და პროგნოზის შეფასებაში“. 

ავალიანი თამარ – მედიცინის დოქტორი. დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის  ასოცირებული  პროფესორი.  2004 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  სამკურნალო ფაკულტეტი. 2007 და 2015 წწ მოიპოვა  სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობებში „კარდიოლოგია“ და  „შინაგანი მედიცინა“ 2009-2019წწ   სწავლა განაგრძო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის  დოქტორანტურაში, რომლის დასრულების შედეგად მოიპოვა   მედიცინის დოქტორის წოდება. სადოქტორო თემა: „მიელოპეროქსიდაზა გულის ქრონიკული უკმარისობით პაციენტებში: კავშირი  ნუტრიციული სტატუსის, ანთების, გულის რემოდელირების მაჩვენებლებსა და დაავადების გამოსავალთან”. 2007-2011 წწ.   მუშაობდა   აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრში  ექიმი კარდიოლოგის თანამდებობსა. 2012 წ. იყო სამედიცინო ცენტრი „იუნონა“-ს  ექიმი კარდიოლოგი, 2013  წლიდან   01.2022 წლამდე  აკად. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ექიმი კარდიოლოგი, ხოლო 01. 2022 წლიდან არის კლინიკა „რემედიქალი“-ს  კლინიკური დირექტორი. 2015-2018 წწ.  იყო   დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი       კარდიოლოგიაში, ხოლო 2019 წლიდან არჩეულ იქნა  დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად. არის ამავე უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული ერთ სადისერტაციო საბჭოს მუშაობაში. გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო პუბლიკაცია, არის 1  სახელმძღვანელოს ავტორი,  მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა თუ ტრეინინგში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოპოვებული აქვს არა ერთი ჯილდო.  არის საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის  გამგეობის  და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების  წევრი.

თალაკვაძე თამარიმედიცინის დოქტორი,  კარდიოლოგი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ)  პროფესორი.

2019 წლიდან და ამავე უნივერსიტეტში კურსის (კლინიკური დიაგნოსტიკისა და კლინიკური შეფასების პრინციპების) ხელმძღვანელი.  მან  1996 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ). 2001 წ. და 2005 წ. გაიარა სერთიფიცირება სპეციალობით „შინაგანი სნეულებანი“ და „კარდიოლოგია“. 2002-2011 წლებში მუშაობდა თერაპიის ეროვნულ ცენტრში ექიმ თერაპევტად.  2006 წელს მიენიჭა  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.  იგი ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში ექიმი თერაპევტისა და კარდიოლოგის თანამდებობაზე. 2005 -2009 წლებში იყო თსსუ სარეზიდენტო მოდულის „შინაგანი მედიცინა“ ლოკალური ხელმძღვანელი. 2007 – 2013 წწში იკავებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მაკოორდინებელი ცენტრი დირექტორის პოზიციას (დტსუ).  2015 -2018 წწში გახლდათ შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის (რჯც) დირექტორის მოადგილე ხარისხის კონტროლის  და პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებით. იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ავტორი, რომელიც შემუშავებეული იქნა რჯც ქსელის  ექიმების, ექთნების და სოფლის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის. 2009-2020 წლებში მონაწილეობდა 6 საგრანტო პროექტში როგორც მკვლევარი, ასევე პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა თუ ტრეინინგში, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. არის 2 სახელმძღვანელოს და 44 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრი. დტსუ-ს აკადემიური საბჭოს  და სადოქტორო კომიტეტის წევრი. ამავე უნივერსიტეტის 5 კვლევითი პროექტის რეცენზანტი. ასევე მონაწილეობას ღებულობდა  სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში.  მისი ხელმძღვანელობით დაცულია  1 სადოქტორო დისერტაცია.

კონსტანტინე ლილუაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.

ამჟამად თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი. პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას ახორციელებს შინაგანი სნეულებების, კარდიოლოგიის და გასტროენტეროლოგიის სპეციალიზაციებით. შესაბამისი საექიმო საქმიანობის სფეროში საქმიანობის სახელწიფო სერტიფიკატები მოპოვებული აქვს 1999, 2006, 2010 და 2019 წლებში. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ყოფილ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკუტეტზე), დიპლომირებულია 1991 წელს. ინტერნატურის კურსის გავლის შემდეგ 1993-2010 წლებში საექიმო პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიომიოპათიებისა და გულის ქრ. იშემიური დაავაებების განყოფილებაში. 2004-2010 წლებში მსახურობდა ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელის პოზიციაზე. 2008-2021 წლებში მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „ვისტამედის“ საექიმო საკონსულტაციო სამსახურში, 2011-2020 წლებში – სს „კურაციოს“ პირადი ექიმების სამსახურში ახორციელებდა კლინიკურ პრაქტიკას შინაგანი სნეულებების სპეციალისტის და კარდიოლოგის პოზიციებზე. 2017 წლიდან საექიმო საქმიანობას ახორციელებს თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი თერაპიის დეპარტამენტში.

1996 წლიდან სამეცნიერო საქმიანობას ახორციელებდა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის კვლევის სფეროში. 2004 წელს დაასრულა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ჰიპერტროფიული კარდიომიოპთიის გამოვლენის და პროგნოზის კლინიკური ასპექტები“. მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 2006 წლიდან გათანაბრებული მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხთან. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიების თემებზე გამოქვეყნებული აქვს 11 ნაშრომი ბეჭდურ ჟურნალებში. 2001 წლიდან მონაწილეობდა საერთაშორისო მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში Merline – TIMI 10; PLATO: და სხვა.

2010-2011 წლებში ევროკომისიის (EC) კვლევების გენერალური დირექტორატის, დირექტორატი F-ის – ჯანმრთელობა და ევროპის კვლევების და შეფასების სააგენტოს (REA) მიერ მოწვეულ შემფასებელთა პანელის 2.1.1-4/4 წევრი, ესპერტი შემფასებელი   FP7-Health-2011-Single-Stage პროცედურებით წარდგენილი კვლევითი პროექტების განხილვისთვის  ექსპერტიზის სფეროში შინაგანი მედიცინა, კარდიოლოგია; კვლევის არეალში: მეტაბოლური დარღვევები, გენომიკსი და სისტემური ბიოლოგია. 2019-2021 წწ ანხორციელებდა  EU  Horison 2020-ის ფარგლებში  მეცნიერების და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის (European Cooperation in Science and Technology – COST) პროგრამის საპროექტო განაცხადების შეფასებას, იყო დამოუკიდებელი ექსპერტი შემფასებელი (Independent Expert, Evaluator).

2000-2011 წლებში სამედიცინო სამეცნიერო ექსპერტის, მრჩეველის და კონსულტანტის ოზიციებზე საქმიანობდა ჯანდაცვით და სამედიცინო დახმარების საერთაშორისო განვითარებადი პროგრამების დანერგვის ღონისძიებებში (WHO-EURO; AIHA; HLSP), 2001-2012 წლებში ქვეყნის არაგადამდები დაავადებების პრევენციის და კონტროლის პროგამა (WHO-EURO CINDI), 2012-2015 წლებში USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტში (Health Care Improvement (HCI) Project) სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მრჩეველის და მეცნიერების გამოყენება სისტემების გაძლიერების და გაუმჯობესებისთვის (Applying Science to Strengthen and Improve Systems (ASSIST) Project) კონსულტანტის რანგში, University Research Co. LLC-იs (URC, Bethesda, USA) განმახორციელებელი ორგანიზაციის კონტრაქტორი. 2013 წლიდან დღემდეარაგადამდები დაავადებების კონტროლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სახელმწიფო საბჭოს წევრი, 2017 წლიდან დღემდე ქვეყნის არაგადამდებ დაავადებათა კონტროლის საკოორდინაციო საბჭო წევრი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრიBMJ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის (GDS) ეროვნული                            პლათფორმის განვითარება საქართველოში.  

 

       უმაღლესი  სამედიცინო განათლების სისტემაში პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს 17 წელია. 2004-2006 წლებში იყო  სამედიცინო უნივერსიტეტი „თბილისის“ შინაგან სნეულებთა დიაგნოსტიკის კურსი ლექტორი,  ასისტენტ-პროფესორი, 2009-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ფარმაკოთერაპიის კურსზე და საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის სასწავლო კურრსზე ქართული და ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებზე. 2017 წლიდან დღემდე თსსუ ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 ბოლო 10 წლის განავლობაში; 1 სახელმძღვანელო და 3 მონოგრაფია. Google Scholar-ის სისტემაში – ციტირება – 21, h-ინდექსი – 3.